ექსკურსია დადიანების სასახლეში
მარტვილის დედათა მონასტერი
კანიონები
XI კლასის სია
1. გამრეკელაშვილი ლონდა
2. გეწაძე ირინე
3. გეწაძე გიორგი
4. გიორგაძე გურამი
5. გუგეშაშვილი ნია
6.გუტიძე გურამი
7. კაკაურიძე მთვარისა
8. კაკაურიძესალომე
9. კაპანაძე რეზო
10. კაპანაძე გიორგი
11. კაპანაძე ბესიკი
12. კაპანაძე გიორგი
13. პატარაია ტარიელი
14. ჩიგოგა თორნიკე
15. ჩხიკვაძე აკაკი
16.ჭულუხაძე გოგა
17. ჭულუხაძე ანა
18. ჭურაძე მარიტა
19.ჭურაძე ეკა
მშობლის გამოხმაურება
მინდა მადლიერება გამოვხატო პირველი სვირის საჯარო სკოლის
ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის მარეხი გიორგაძის მიმართ. იგი რამოდენიმე
წელია ასწავლის ჩემ შვილს ქართულ ენასა და ლიტერატურას. მისი გაკვეთილები ყოველთვის
გამოირჩევა თანამედროვე მეთოდებით . იგი არის კარგად ორგანიზებული და პასუხისმგებლობის
გრძნობის მქონე პიროვნება. მისი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ არის გამორჩეული,
იგი არის მომთხოვნი, მაგრამ ამავე დროს სამართლიანობის უნარით დაჯილდოვებული პედაგოგი,
ამიტომ მასთან მოსწავლეები კარგად გრძნობენ თავს და აქვთ მეგობრული დამოკიდებულება.
კიდევ უნდა ავღიშნო მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება, იგი გაწონსწორებელი პიროვნებაა
და ამავე დროს გუნდური მუშაობის უნარით დაჭილდოებული ადამიანია. მისი ეს თვისებაც აადვილებს
მოსწავლეებთან მუშაობას.
აღმზრდელობითი საათი
აღმზრდელობითი საათი
კლასის
საათის ჩატარების ანგარიში
კლასის საათის
ჩატარების დღე: 10.02.2014 წ.
სკოლა: პირველი
სვირის საჯარო
დამრიგებელი: მარეხი
გიორგაძე
კლასი: XI
___________________________________________________________________
კლასის საათის ძირითადი
თემა: ,, რა უნდა გავაკეთო, რომ წარმატებული .
გავხდე“
მისაღწევი შედეგი:
ზეპირმეტყველების, შემოქმედებითი და მარტივი
კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება
ძირითადი მეთოდები: დისკუსია,
დიდაქტიკური მეთოდი
ძირითადი სასწავლო
რესურსი: მოძიებული მასალა, ინტერნეტი და
სახელმძღვანელო
_________________________________________________________________
მასწავლებლის მინი ლექცია
ვიწროა ცხოვრების სავალი გზა და
ცოტანი აგნებენ მას, რადგან უმრავლესობა ფართო გზით მოძრაობს, იმ გზით, რომლითაც
ყველა დააბიჯებს. ჭეშმარიტი გზა კი ვიწროა, მხოლოდ ერთი ადამიანის სავალია. რომ
მიაგნო მას, საჭიროა იარო არა ბრბოსთან, არამედ მართოხელად.
ერთ ცნობილ ადამიანს
უთქვამს ,,წარმატების მისაღწევად არსებობს ფართო შარა გზა და მას შეუძლია მიაღწიოს
მის მწვერვალებს ვისაც არ აშინებს დაღლა, რასაც მის კლდოვან ბილიკებზე სიარული
მოითხოვს“. დაუღლელობა და საქმის ბოლომდე მიყვანა წარმატების საწინდარია.
ცნობილმა ფილოსოფოსმა
გაზალიმ, კითხვაზე ,,როგორ მიაღწიე ასეთ მაღალ საფეხურს მეცნიერებაში და გახდა
წარმატებული?“ მან უპასუხა: ,,არ მცხვენოდა მეკითხა ის, რაც არ ვიცოდი.“
,,ზოგს ნიჭი და
უნარი არ ეძლევა, ზოგსაც მათი გამოვლინების შესაძლებლობა, ამიტომ ადამიანი მარტო
იმით კი არ უნდა შევაფასოთ, რა გააკეთა, არამედ რისი გაკეთებაც შეეძლო.
(ლაბირიუსი)“ ეს ლაბირიუსის აზრია ,მაგრამ ალბათ დაეთანხმებით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უშრომლად
წარმატებისთვის მიეღწია.
ჭეშარიტების მიღწევაში ზოგჯერ
წარუმატებლობაც გვეხმარება. გრენადცკის თქმით ,,ცხოვრება-სკოლაა, სადაც
წარუმატებლობა ზოგჯერ უფრო მეტის მომტანია ვიდრე თვით წარმატება.“
„ მოწაფემ მოძღვარს წარმატების საწინდრად
მიჩნეული ღირსებათა გრძელი სია წარუდგინა და დამწუხრებულმა განუცხადა: მოძღვრო ვერ
შევძელი მათი დაუფლებაო, ვერც ერთისა?- ვფიქრობ არცეთი არ მაქვს ათვისებული.
არაუშავს, გაამხნევა მოძღვარმა, კარგია თუ გრძნობ რომ ვერ ფლობ ყველა საჭირო
თვისებას. უარესია როცა გგონია რომ უკვე მათ დაუფლებული ხარ. „
აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:
,,უნდა ვეცადოთ,
რომ საკუთარ თავზე არ გვკონდეს დიდი წარმოდგენა. თუ არ შეგიძლია დაიჯერო, რომ ცუდი
ხარ, იცოდე უკვე ისაა ცუდი, რომ ამის დაჯერებაც არ გინდა. როცა ადამიანი სიბრძნეს
დაეძებს, ის გონიერია, მაგრამ თუ ფიქრობს, რომ პოვა იგი-უგნური, ასეთი ადამიანი
ვერსოდეს გახდება წარმატებული“
ეკა ჭურაძე
,,თუ წარმატება გსურს, ჭკუა უნდა
გქონდეს. თუ გინდა ჭკვიანი იყო გონივრული შეკითხვა უნდა ისწავლო, უნდა ისწავლო
ყურადღებით მოსმენა, მშვიდი პასუხი და ლაპარაკის შეწყვეტა მაშინ როცა სათქმელი
არაფერია. ჭკვიანი ის კი არაა, ვისაც შეუძლია სიკეთე ბოროტებისგან განასხვაოს,
არამედ ის, ვინც ორ ბოროტებას შორის უფრო ნაკლებს ირჩევს.
ირინე გეწაძე
,,რა უნდა
გავაკეთოთ, რომ გავხდეთ წარმატებულები? ბევრი უნდა ვიშრომოთ, ჭკუა და გონება
ერთდროულად გავავარჯიშოთ, დაბრკოლებები ღირსეულად უნდა გადავლახოთ, ვეცადოთ
წარმატებას მივაღწიოთ მხოლოდ ჩვენი ღირებულებების
დაფასების გათვალისწინებით . არააქვს მნიშვნელობა რომელ საფეხურამდე
მივა ჩვენი წრმატება. მთავარია მოვინდომოთ
და ღირსეულად გავუყვეთ არჩეულ გზას. ბრძენს უთქვამს:,, ნუ იდარდებ თუ ჯეროვნად არ
დაგაფასეს, ვერავინ წაგართმევს იმას რაც გააკეთე, ვერც იმას მოგცემს რაც არ
გაგიკეთებია.“
მთვარისა კაკაურიძე
აღნიშნული თემა შეაჯამეს
მოსწავლეებმა და აღნიშნეს: ,,იყავით კეთილი, თავაზიანი, მეგობრული, იზრუნე სხვებზე
და წარმატება გეწვევა ისე ბუნებრივად, როგოც წყალი მიედინება დაბლობისკენ.“
და ბოლოს თემა მონტენის სიტყვებით დავასრულე:
,, რისი მიღწევაც შეუძლებელია გონების მეშვეობით, ვერასოდეს მიაღწევთ ძალადობით"
აღმზრდელობითი
საათი
ჩატარების
დღე:18.11.2013 წ.
სკოლა: პირველი
სვირის საჯარო
დამრიგებელი:
მარეხი გიორგაძე
კლასი: XI
___________________________________________________________________
კლასის
საათის ძირითადი თემა: ,, პატივი ეცი
სიბერეს ის შენი მომავალია“
მისაღწევი
შედეგი: ზეპირმეტყველების , შემოქმედებითი და მარტივი
კვლევითი
უნარ-ჩვევების განვითარება
ძირითადი
მეთოდები: დიდაქტიკური მეთოდი, დისკუსია
ძირითადი
სასწავლო რესურსი: მოძიებული მასალა, ინტერნეტი,
სახელმძღვანელო
_________________________________________________________________
მასწავლებლის მინი ლექცია
სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია,
რომელსაც ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს
აქს საკუთარი სახე. საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და
დარდი. ჰერმან ესე ამბობდა:სიბერე ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპია დრო,
როდესაც მწვერვალიდან მოდხარ და მიდიხარ მთის ძირში ქვემოთ, ის დროა როცა უბრალოდ
უნდა დაჯდე და დატკბე განვლილი ცხოვრების მოგონებებით, დაკარგული მეგობრის,
მხიარული თავგადასავლების გახსენებით, მაშინ ყვლა წყენა და ტკივილი გავიწყდება
ალბათ...
სიბერე ის დროა ,როცა ყველაფერი იცი,
მაგრამ აღარავინ არაფეს აღარ გეკითხება. მუზეუმებს ჰგვანან მოხუცი ადამიანები,
რაღაცნაირად საინტერესო და მისტიურები არიან, სუნთქვა მეკვრის მათ ბავშვობას რომ
წარმოვიდგენ, როგორები იყვნენ, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ უხაროდათ, როგორ
უყვარდათ, როგორც სწყინდათ ალბათ ზუსტად ჩვენნაირად.
ალბათ ,ჩვენც დავბერდებით და ძალიან
გვეტკინება გული, როცა არავინ მოგვისმენს
ან ღიმილში მხოლოდ სიბრალულს დავინახავთ. ისე მიყვარს მოხუცები, წარმოუდგენელია არ
გიყვარდეს და პატივს არ სცემდე, როცა ხედავ რამხელა ცხოვრება გაუვლიათ, უწვალიათ
და ახლა რაც უნდათ-მხოლოდ მოსმენა და სიყვარულია. ყველაზე მეტად ეს აკლიათ მოხუცებს
და უმეტესობას ამიტომ აქვს ნაღვლიანი სახე... ჩვენგან მოხუცებს არაფერი უნდათ,
უბრალოდ პატივისცემა, პატივი ეცით სიბერეს ის ჩვენი მომავალია...
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი
მოსაზრებები გამოთქვეს მოსწავლეებმა:
დამეთანხმებით რომ არ არსებობს ისეთი კანონი,
რომელიც გვაიძულებს სხვა ადამიანებს თანადგომა და დახმარება გავუწიოთ. ეს მხოლოდ
პიროვნების თვით შეგებიდან გამომდინარეობს, ყოველი არსება იბადება, იზრდება, გადის
წლები... და მიწად იქცევა. აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ არსებებისაგან უფალმა
ჩვენ, ადამიანები, გამოგვარჩია და გვითხრა ,, პატივი ეცი მოყვასსა შენსა“. აი
სიტყვები ,რომლის მიხედვითაც ღმრთმა ერთმანეთის სიყვარულისა და პატივისცემისკენ
მოგვიწოდა, მაგრამ როცა ვსაუბრობთ პატივისცემასა და სიყვარულზე,განსაკუთრებული
ყურადღება სიბერესა და მოხუცებზე უნდა შევაჩეროთ .ადამიანებზე ,რომლებსაც ყველაზე
მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება და თანადგომა, ასეც რომ არ იყოს , განა ჩვენ
მარადიულად ვიარსებებთ და წლები არ გავა? განა ჩვენ არ მოცხუცდებით? განა ერთ-ერთი
მომავალი ჩვენი ცხოვრებისა სიბერე არ არის? ყველას ერთი გზა გვაქვს, დღეს თუ ხვალ
ჩვენც მოვხუცდებით და აი მაშინ, კი როცა თვალს გავუსწორებთ სიბერეს, სარკესავით
აირეკლება ჩვენი განვლილი ცხოვრება და ისეთ სახეს მიიღებს, როგორ მომავალსაც
ვიქმნით, ჩვენი ნაღვაწის, ნამოქმედარის სახით.
მთვარისა
კაკაურიძე
დიახ! მე მინახავს მოხუცი, ჩამიხედავს მის
თვალებში და გულს სხვაგვარად დაუწყია ძგერა, ისიც ხომ ყოფილა ახალგაზრდა,
სამშობლოს ტკივილზე უფიქრია, სიცოცხლით სავსე სამშობლოს თასი აუწევია... მაგრამ
დღეს...
გიორგი კაპანაძე
აღნიშნული თემა
შეაჯამეს მოსწავლეებმა და აღნიშნეს:
თუ დილით
ჯანმრთელმა გაიღვიძე ე.ი ბედნიერი ხარ ვიდრე ეს მოხუცი.
თუ შენ არასოდეს გადაგიტანია ომი,
საპყრობისლეს სიმარტოვე, წამებისა და შიმშილის აგონია, უფრო ბედნიერი ხარ.
თუ შეგიძლია ტაძარში წახვიდე ბედნიერი ხარ.
თუ გაქვს საკვები, ჩაცმული ხარ, გაქვს ჭერი
და საწოლი, უფრო ბედნიერი ხარ.
მაგრამ გაცილებით ბედნიერი იქნები, თუ
საკუთარი ხელით დაეხმარები იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი მომავალი ჰქვიათ.
პატივი ეცი სიბერეს ის შენი მომავალია...
აღმზრდელობითი
საათი
ჩატარების
დღე:10.04.2014 წ
სკოლა:პირველი
სვირის საჯარო
დამრიგებელი:მარეხი
გიორგაძე
კლასი:XI
__________________________________________________________________
ძირითადი
თემა: ,,რაში ვლინდება კლასის ღირსება“
მისაღწევი
შედეგი:ზეპირმეტყველების,
შემოქმედებითი და მარტივი კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება.
ძირითადი
სასწავლო რესურსი: მოძიებული მასალა, ინტერნეტი, სახელმძღვანელო და
პროექტორი.
__________________________________________________________________
შედეგები:
შესავალ ნაწილში ვისაუბრე თუ რა არის
ღირსება. აღვნიშნე, რომ ერთი ლექსიკონის მიხედვით იგი,, მაღალი ადამიანური
ღირებულებაა, დაფასებული და პატივდებული მდგომარეობაა“. ამგვარად, ადამიანს
ღირსება, რომ ჰქონდეს, საჭიროა აფასებდეს საკუთარ თავს და სხვების მხრიდანაც იყვეს
დაფასებული. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუ როგორი წარმოდგენა გვექნება საკუთარ
თავზე, თუმცა საკუთარი ღირსების გრძნობაზე უდიდეს გავლენას ის ახდენს, თუ როგორ
გვეპყრობიან ყოველდღიურად სხვები.
ნებისმიერ საზოგადოებაში არიან ღარიბები და დაუცველი ადამიანები. თუმცა
ადამიანის ღირსებას, უბრალოდ, ასეთ პირობებში ყოფნა კი არ ამცირებს, არამედ
სხვების დამოკიდებულება. ჩვენ მწარე რეალობის მოწმენი ვართ:მსგავს არასახარბიელო
პირობებში, ჩვეულებრივ, სწორედ ისინი არიან,რომელთა ღირსების გრძნობასაც არაფრად
აგდებენ და ფეხქვეშ თელავენ. ხანდაზმულებთან, ღარიბებთან და გონებრივად თუ
ფიზიკურად შეზღუდულ ადამიანებთან მიმართებაში ხშირად გვესმის ისეთი
სიტყვები,როგორიცაა,,არაფრის მაქნისი“, ,,უვარგისი“, ,,წყალწაღებული“-ასეთი
სიტყვები მიუღებელია და ღირსების დაკნინების სინონიმებია.
რატომ ამცირებენ ადამიანები ერთმანეთს? დადგება დრო, როცა აღარ, შეილახება
ადამიანთა ღირსება___ მათი ერთ-ერთ ძირითადი უფლება?
ამ კითხვებზე
პასუხის გასაცემად მოვიშველიე ,,ბიბლია’’ (იხ. დანართი)
მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ვაჩვენე გრიგოლ ორბელიანის და ილია
ჭავჭავაძის მოთხრობის ,,ოთარაანთ ქვრივის“ მთავარი პერსონაჟის არჩილის თვალთახედვა
ღირსებასთან დაკავშირებით. თუ როგორ ესმის მას გრიგოლ ორბელიანის სიტყვები:
,,მიეცით ნიჭსა გზა
ფართო,
თაყვანისცემა ღირსებას,
ნიჭს აძლევს
მხოლოდ ზენა კაცს
და არა
გვარიშვილობას“
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი
მოსაზრება. გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს:
,,როგორ შეიძლება გავიგოთ ეს სიტყვები, თუ არა შემდეგნაირად, რომ მთელი
ჩვენი გონება, მხოლოდე ერთი მთავარი აზრისკენ უნდა მივმართოთ, თაყვანი ვცეთ მას
რაც თითოეული ადამიანისთვის მეტად მნიშვნელოვანია. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ
ღირსებას, დავიცვათ და შევინარჩუნოთ იგი.
დამეთანხმებით,
რომ ღირსებით განისაზღვრება თვით ადამიანის ღირებულება, მის დაცვას და
შენარჩუნებას კი გონივრული, რაციონალური მოქმედება სჭირდება, სიტყვებს, რომელსაც
არჩილი ამბობს ,,ჩანს ჩვენთვის წიგნი სხვა ყოფილა და საქმე სხვა, შენ გიორგის არ
შეერთოდი იმ მიზეზით, რომ გლეხკაცი იყო, სად არის აქ ,,თაყვანისცემა ღირსებას“,
რომელიც ჩვენ ასე მოგვწონდა? წიგნშია და არა საქმეში, ენაზეა და არა გულში“.
აი
სიტყვები, რომელიც მეტად საგულისხმოა ყველასთვის, ვინც საკუთარ ღირსებაზე
დაფიქრებულა. ჩვენ, თაობები სხვადასხვა ღირებულებებს წიგნებიდან, ჩვენი წინაპრების
გამოცდილებიდან ვიღებთ, თუმცა ყოველივე ეს პრაქტიკაში უნდა გამოვიყენოთ, საკუთარი
გულის კარნახით.
მთვარისა კაკაურიძე
ძირითად ნაწილში მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რაში ვლინდება მათი კლასის
ღირსება.გთავაზობთ რამდენიმე მათგანის მოსაზრებას:
,,ერთმანეთის სიყვარული თანადგომა, გამტანობა, ურთიერთშეთანხმება,
მოყვასისადმი თავის გაწირვა, ბრძოლა, მოქმედება, სინდისი, მორალი, პატიოსნება,
მყარი ნიადაგი... ეს მცირე ჩამონათვალია იმისა თუ რაში მდგომარეობს კლასის ღირსება.
დღეს აქ ვზივარ და თამამად შემიძლია ვისაუბროთ იმ გადასახედიდან რასაც ჩვენი
ცხოვრების მოკლე ისტორია გვთავაზობს, იმ ცხოვრებისა, რომელსაც სკოლაში გატარებული
წლები ჰქვია“.
რეზო კაპანაძე
დასკვნით ნაწილში კიდევ ერთხელ შევაჯამეთ განსახილველი თემა.
,,სკოლაში
გატარებულმა წლებმა ბევრი გვასწავლეს, ბევრ რამეზე დაგვაფიქრეს და დღეს თამამად
შეგვიძლია ვუპასუხოდ შეკითხვას: რაში მდგომარეობს კლასის ღირსება?
იმ
მრავალი თვისებებიდან, რომელებიც ჩამოვთვალედ ან უბრალოდ გავიფიქრეთ ჩვენთვის
მთავარ სამ თვისებას გამოვარჩევდი;
1.
ჩვენი კლასის ღირსება-თანადგომა,ერთიანობა და
გამძლეობაა.
2.
არასოდეს მივსდიოთ გარდასულ საქმეებს, უკეთესი
მომავალი ვეძიოთ, იმის გათვალისწინებით, რომ საკუთარი ღირსების დაცვის საფასურად,
არასოდეს შევლახოთ სხვისი ღირსება
3.
შეგნებული გვქონდეს ქავეყნის ინტერესების,
ტრადიციების და ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა.
გიორგი კაპანაძე
და ბოლოს ავღნიშნე, რომ ადამიანის ურთიერთობის
საკითხში იესოს შემდეგი სიტყვები გაგვეთვალისწინებინა: ,,ყველაფერში, როგორც თქვენ
გინდათ, რომ მოგექცენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცი მას“ (მათ 7.12) ეს პრინციპი,
რომელსაც ხშირად,, ოქროს წესს’’ უწოდებენ ადამიანებს ურთიერთპატივისცემისკენ
აღძძრავს და ეს სიტყვები უნდა გავიხადოთ
ყველამ ჩვენი ცხოვრების დევიზად.
__________________________________________________________________
კმაყოფილი
ვარ მოსწავლეების მიერ მოძეული მასალით, არგუმენტირებული მსჯელობით და
პრეზენტაციით.
No comments:
Post a Comment