1. სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლა უკვე ერთი წელია რაც აქტიურად არის ჩართული "ეკოსკოლების" პროგრამაში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე". პროექტის ფარგლებში სკოლამ გაიარა შვიდივე საფეხური. მეშვიდე საფეხურზე შეიქმნა სკოლის ეკოკოდექსი, რომლიც ეკოკომიტეტის მიერ იქნა შექმნილი. პირველი სვირის საჯარო სკოლის ეკოკოდექსი ბროშურის სახით არის წარმოდგენილი და მასზე დატანილი არის სკოლის მიერ განხორციელებული აქტივობების მასალები და ინფორმაციები. ჩვენი ეკოკოდექსის უმთავრესი დანიშნულება კი ინფორმირება და გარემოს გაფრთხილებისკენ მოწოდებაა.
2.თვითმართველობის წევრმა მაგდა ბაღდაძემ პედაგოგ მარეხ გიორგაძის ხელმძღვანელობით ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში განახორციელა აქტივობა ,,სამი სახის ცოცხალი კულტურა". აქტივობა მოიცავდა ფილმის ჩვენებასა და დისკუსიის გამართვას.
აქტივობის მიზანი : მოსწავლეს განუვითარედაეს კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკის, დისკუსიისა და კვლევითი უნარ-ჩვევები.გაქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ფილმი ,,დამწერლობის ისტორია". ფილმის დასრულების შემდეგ თითოეული მოსწავლე ჩართული იყო დისკუსიაში, მოახდინეს ფილმის ანალიზი და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი შთაბეჭდილებები.
3. პროექტის "ერის სულიერი საგანძურის" ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარეხ გიორგაძემ მეთერთმეტე კლასში განახორციელა აქტივობა "ექვთიმე თაყაიშვილი-კულტურული მემკვიდრეობის გადამრჩენი". მარიამ ბაღდაძისა და მარიამ ჭურაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული პოსტერი, შეაჯამეს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი თავიანთი ნაშრომები და წარუდგინეს აუდიტორიას.
პოსტერები იყო ორგანიზებული, შინაარსიანი და საინტერესო.
4.პროექტის ფარგლებში ix კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს სლაიდები და შექმნეს ელექტრონული ბროშურა,(მადლობა მათ გაწეული შრომისათვის).
No comments:
Post a Comment